Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კანონპროექტი „მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ" - ვის ექნება კანაფის წარმოების უფლება

17 სექტემბერი, 2018 17:05

სამედიცინო და კოსმეტიკური დანიშნულებით კანაფის წარმოებისთვის საქართველოს მთავრობას ახალი კანონის მიღება სურს - „მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ“.

კანონპროექტი ითვალისწინებს შეიქმნას „კანაფის კონტროლის სააგენტო“, რომლის ამოცანები იქნება მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვაზე სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფა, ასევე, მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე სალიცენზიო და სარეგისტრაციო საქმიანობის განხორციელება, ნარკომანიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საინფორმაციო კამპანიების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და სხვა პრევენციულ ღონისძიებათა გატარებაში მონაწილეობის მიღება.

როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, პროექტის განხორციელება ბიუჯეტიდან დაახლოებით 500 000 ლარის გამოყოფას გამოიწვევს. აღნიშნული თანხა განკუთვნილი იქნება სსიპ-ის თანამშრომელთა სახელფასო ფონდისთვის.

რაც შეეხება სააგენტოს უფლებამოსილებებს, უწყება შეამოწმებს ლიცენზიის მქონე პირების საქმიანობის კანონიერებას, სალიცენზიო პირობების დაცვის კონტროლსა და მონიტორიგს. ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში, ხდება მცენარე კანაფის კონფისკაცია, მისი შემდგომი განადგურების მიზნით.

სააგენტოს უფლებამოსილებებში ასევე შედის: მსოფლიოში კანაფის ბაზრის შეფასების კვლევა, ტენდენციების შესწავლა, ასევე, მცენარე კანაფის/მარიხუანის გავლენა საქართველოში ნარკომანიის გავრცელებაზე და აღნიშნულ დოკუმენტს წარუდგენს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს. შესაბამის დაწესებულებებთან/ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს ცნობიერების ასამაღლებელ ღონისძიებებს, სოციალურ კამპანიებს, საგანმანათლებლო პროგრამებს ნარკომანიის თავიდან აცილების ან/და მისგან გამოწვეული ზიანის შემცირების მიზნით.

კანონპროექტის მიხედვით, შემოდის სხვადასხვა სახის ლიცენზიები. მათ შორის, სამედიცინო და სამეწარმეო მიზნით კანაფის მოყვანა, გადამუშავება, პროდუქციის გადაზიდვა და ა.შ. ჯამში 10 სახის ლიცენზიაა,  და თითოეული მათგანის ღირებულება 25 000 ლარი იქნება.

კანონპროექტის მიხედვით, კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული ლიცენზიის მქონე მეწარმე სუბიექტს ექნება შემდეგი სახის უფლებები:

  • სამედიცინო და სამრეწველო მიზნით მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების უფლება;
  • სამედიცინო და სამრეწველო მიზნით მცენარე კანაფის გადამუშავებს უფლება;
  • მცენარე კანაფის/გადამუშავებული მცენარე კანაფის ან/და მისგან დამზადებული პროდუქციის გადაზიდვის უფლება;
  • მცენარე კანაფის შემცველი პარიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის წარმოების უფლება.
  • მცენარე კანაფის შემცველი ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების უფლება;
  • სამედიცინო მიზნით გადამუშავებული მცენარე კანაფის/მცენარე კანაფის შემცველი ფარმაცევტული პროდუქციის ექსპორტის უფლება;
  • სამრეწველო მიზნით გადამუშავებული მცენარე კანაფის ან/და მცენარე კანაფის შემცველი პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის ექსპორტის უფლება.
  • სამრეწველო ან/და სამედიცინო მიზნით მცენარე კანაფის თესლის ან/და ნერგის იმპორტის უფლება.

პროექტში ვკითხულობთ, რომ მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობა განკუთვნილია მხოლოდ ექსპორტისთვის. დაუშვებელია მცენარე კანაფის შემცველი პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის ან მცენარე კანაფის შემცველი ფარმაცევტული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე საბითუმო ან საცალო რეალიზაცია, გარდა ექსპორტის მიზნით შესაბამისი ლიცენზიის მფლობელის მიერ მოყვანილი/გადამუშავებული მცენარე კანაფის ან მცენარე კანაფის შემცველი პროდუქციის საბითუმო რეალიზაციის შემთხვევისა.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ დაუშვებელია საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების სხვა სასწავლო დაწესებულებების, ბავშვთა გასართობი ცენტრებისა და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიზე 500 მეტრის რადიუსში მცენარე კანაფის წარმოება.

მცენარე კანაფის წარმოებისთვის დადგენილი ქვეყნის შიდა კვოტა, დასაშვები ტერიტორიები და მათი შერჩევის კრიტერიუმები, ასევე წარმოებისთვის კანაფის ჯიშები საქართველოს მთავრობის დადგენილებით უნდა განისაზღვროს.

ლიცენზიის გაუქმების ან მითითებულ ოდენობაზე მეტი რაოდენობით კანაფის მოყვანის შემთხვევაში, მეწარმე ვალდებული იქნება, აღნიშნული მცენარე კანაფი გადასცეს სააგენტოს, ჭარბი წარმოების შემთხვევაში კი - მხოლოდ ნამატი. აღნიშნული კანაფის განადგურების წელი კი განისაზღვრება შესაბამისი მინისტრების ერთობლივი ბრძანებით.

კანონპროექტის მიხედვით, მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული ლიცენზიები გაიცემა თითოეული საქმიანობისთვის ცალ-ცალკე, არაუმეტეს 5 წლის ვადით. ლიცენზიის მოპოვება შეუძლია მხოლოდ იურიდიულ პირს.

ლიცენზია გაიცემა აუქციონის გზით, თუმცა, როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, შესაძლებელი იქნება ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემა, რის წესებსაც ადგენს საქართველოს მთავრობა.  რაც შეეხება აუქციონზე გატანილ ლიცენზიის გაცემის ფასს, აღნიშნულს ადგენს სააგენტო.

პროექტში ვკითხულობთ, რომ მცენარე კანაფის ინდუსტრიაში აკრძალულია 21 წლამდე ასაკის პირის ჩაბმა. აღნიშნული დაისჯება 3-7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

უსაფრთხოების მოთხოვნები:

პროექტის მიხედვით, კანაფი უნდა მოიყვანონ და კანაფის შემცველი პროდუქცია უნდა ინახებოდეს დახურულ შენობა-ნაგებობაში. შენობა აღჭურვილი უნდა იყოს შუქხმოვანი სიგნალიზაციით, სადღეღამისო დაცვით და ვიდეომეთვალყურეობის სისტემით, როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრზე. შენობა-ნაგებობაში შესვლის უფლება მრავალჯერადი საშვის საფუძველზე ექნებათ დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ პირებს. გარეშე პირებზე კი დაიშვება ერთჯერადი საშვით.

შენობაში შესვლისას რეგისტრაციის გავლა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა ყველა პირისთვის სავალდებულო იქნება. ვიდეოკამარების ჩანაწერები უნდა შეინახონ 1 თვის განმავლობაში.

ექსპორტი/იმპორტი

ექსპორტის ან იმპორტის ლიცენზიის გაცემამადე მცენარე კანაფის ექსპორტი/იმპორტი წინასწარ თანხმდება იმპორტიორი/ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსულ ორგანოსთან, რისთვისაც სააგენტო გასცემს წინასწარი შეთანხმების დოკუმენტს. წინასწარი შეთანხმების დოკუმენტში უნდა მიეთითოს იმპორტიორი (ექსპორტიორი) ორგანიზაციის დასახელება, საექსპორტო/საიმპორტო რაოდენობა და სხვა სხვა ინფორმაციები.

მცენარე კანაფის შემცველობის გაზომვას რაც შეეხება, პროექტში აღნიშნულია, რომ სამედიცინო ან სამეწარმეო მიზნით დათესვის, მოყვანის, კულტივაციისთვის განკუთვნილი მცენარე კანაფის ჯიშებში, მცენარე კანაფის შემცველ ფარმაცევტულ და კოსმეტიკურ პროდუქტში ტეტრაჰიდროკამაბინოლის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს დადგენილებით განსაზღვრულ რაოდენობას. კანაფის შემცველობის ზღვრულად დასაშვები ნორმები და გაზომვის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება, არ დაუშვას მცენარე კანაფის სურნელის ჰაერში გავრცელება.

კანაფის გაუვარგისების, დაზიანების, ჭარბი წარმოების ან სამედიცინო ან/და სამეწარმეო მიზნებისთვის გამოუყენებლობის შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელმა ის უნდა გაანადგუროს სააგენტოს მონაწილეობით.

სალიცენზიო პირობების დარღვევა ან შეუსრულებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა იქნება და გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000-დან 100 000 ლარამდე.

კანონპროექტის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^