
„ლიბერალის“ რედაქტორზე, ზურა ვარდიაშვილზე, თავდასხმაში სავარაუდო მონაწილეების დაკითხვა მიმდინარეობს - ინფორმაცია „ლიბერალს“ შსს-ში დაუდასტურეს.
უწყებაში აცხადებენ, რომ ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, გამოკითხულია შესაბამისი პირები.
შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარეობს ყველა იმ ადამიანის დაკითხვა, მათ შორის იდენტიფიცირებული პირების, რომლებიც ამ თავდასხმას შეესწრნენ ან მასში მონაწილეობდნენ.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით
შაბათს, საღამოს 20:30 საათზე, „ლიბერალის“ რედაქტორს, ზურაბ ვარდიაშვილს, თავს დაესხნენ. მას 5-6-კაციანი ორგანიზებული ჯგუფი ფიზიკურად გაუსწორდა.
ზურაბ ვარდიაშვილი იხსენებს, რომ თავდამსხმელები მისი კუთვნილი, გასაყიდი ავტომანქანით დაინტერესდნენ და მის სანახავად მიდიოდნენ. ვარდიაშვილმა მათ შეხვედრა თბილისში, ვარკეთილში მდებარე ავტოსახელოსნოსთან დაუთქვა, სადაც მანქანა ჰქონდა დატოვებული.
ვრცლად იხილეთ ბმულზე: