
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში, კახა კოჟორიძემ თანამდებობა დატოვა.
„ორი კვირის წინ პირადი სურვილით დავწერე განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. შემდეგ დავასრულე ის საქმეები, რაც უნდა დამესრულებინა. დღეს არის ჩემი ბოლო სამუშაო დღე პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობაზე.
ყოველთვის ვფიქრობდი, რომ პროფესიონალიზმი ნებისმიერ პოზიციაზე ერთნაირად საჭიროა. ახლაც ასე ვფიქრობ და ამ დამოკიდებულებით ხვალიდან შევუდგები საადვოკატო და, ასევე, აკადემიურ საქმიანობას.
ყველას წარმატებას გისურვებთ თქვენს პროფესიულ საქმიანობაში“, - წერს კახა კოჟორიძე.
კახა კოჟორიძე 2015 წლის 13 იანვრს დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში.