Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბირთვული და სარაკეტო ობიექტების განადგურება - ისტორიული შეთანხმება ჩრდილო კორეაში

19 სექტემბერი, 2018 12:50

ჩრდილო და სამხრეთ კორეის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ჩრდილო კორეა დახურავს მთავარ საცდელ და ასევე გამშვებ სარაკეტო ბირთვულ ობიექტებს.

BBC-ის  ცნობით, ფხენიანში შეხვედრის შემდეგ ორივე ლიდერი შეთანხმდა ბირთვული განიარაღების გზებზე. ჩრდილო კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა შეთანხმებას მშვიდობისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი უწოდა და, ასევე, იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში სეულს ეწვევა. 

ლიდერების შეხვედრის მთავარი თემა ბირთვული განიარაღება იყო. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, მუნ ჯე ინის თქმით, საცდელი და სარაკეტო ობიექტები დახურვა ექსპერტების თანდასწრებით დაიხურება. 

როგორც BBC  წერს, თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებზე ასახულია ჩრდილო კორეის ერთ-ერთი მთავარი სარაკეტო ობიექტის განადგურების პროცესი, მაგრამ ამ შეთანხმების მიხედვით, ამიერიდან მისი შემოწმება და დადასტურება ექსპერტებს შეეძლებათ. აღნიშნული სარაკეტო  ობიექტი ჩრდილო კორეაში 2012 წლიდან არსებობს, ის გამოიყენებოდა ქვეყანაში რაკეტების ტესტირებისთვის, რომლებსაც აშშ-მდეც შეეძლოთ ჩაღწევა. გავრცელებული ინფორმაციით, კიმ ჩენ ინი დასთანახმდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბირთვული ობიექტის დახურვასაც. 

ქვეყნებმა ასევე მოილაპარაკეს ორ ქვეყანას შორის დამაკავშირებელი რკინიგზის გახსნაზე, რათა იმ ოჯახებმა, რომლებიც ამ ორ ქვეყანაში ცხოვრობენ, ერთმანეთის ნახვა შეძლონ და ამასთან ითანამშრომლონ ჯანდაცვის სფეროში. 

მუნმა ჩრდილო კორეის ლიდერი სეულში მიიწვია. შეხვედრა, სავარაუდოდ, წლის ბოლოს გაიმართება. 

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ჩრდილო კორეის დედაქალაქში, ფხენიანში გუშინ ჩავიდა. ქვეყნების საზღვართან ისტორიული შეხვედრის შემდეგ ეს არის კიმ  ჩენ ინისა და მუნ ჯე ინის მესამე შეხვედრა. ბოლო პერიოდში ჩრდილო კორეას, აშშ-სა და სამხრეთ კორეას შორის ბირთვულ განიარაღებაზე მოლაპარაკებები ჩიხში იყო შესული. 

სამხრეთ კორეის პრეზიენტი მუნ ჯე ინი ფხენიანში მეუღლესთან ერთად სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. 

ჩრდილო და  სამხრეთ კორეის ლიდერები პირველად აპრილში ქვეყნების გამყოფ დემილიტარიზებულ ზოლში ერთმანეთს შეხვდნენ. აპრილში  ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც, ერთმანეთის მიმართ აგრესიულ ქმედებებს შეწყვეტენ და  ასევე, შეთანხმდნენ ბირთვულ განიარაღებაზე. 

როგორც დეკლარაციაშია ნათქვამი, ისინი მიზნად ისახავენ კორეის ნახევრაკუნძულის ბირთვული იარაღისგან გათავისუფლებას. ამის შემდეგ კი, უკვე ივნისში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩრდილო კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ისტორიულ სამიტზე ერთმანეთს შეხვდნენ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^