Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სამინისტრო: ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში ბულინგის შესაძლო ფაქტს შიდა აუდიტი სწავლობს

19 სექტემბერი, 2018 12:59

გუშინ, 18 სექტემბერს, სოციალურ ქსელში გავრცელდა მშობლის პოსტი, სადაც ის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის პედაგოგის მხრიდან მისი  შვილის მიმართ გამოვლენილ ბულინგზე საუბრობდა. 

„მასწავლებელი რომელიც ვერბალურ ბულინგს გააზრებულად ახორციელებს პირველივე დღეს ახალ მოსწავლესთან არის დამნაშავე !! მასწავლებელი რომელიც თმის ვარცხნილობის გამო გენდერს ეჭვქვეშ აყენებს და ჯგუფს მიმართავს გასარკვევად ბიჭია თუ გოგო, არის დამნაშავე !! არ ვიცნობ ამ მასწავლებელს პირადად , მაგრამ უკვე ვიცი რომ მან შეძლო ჩემს შვილში ზიზღის გრძნობის გაღვიძება!!“,- წერს მშობელი. 

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში  ბულინგის შესაძლო ფაქტს შიდა აუდიტი სწავლობს. 

„იმ შემთხვევაში, თუ მშობლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდება, რომ  მისი შვილის მიმართ სკოლის რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ ან ნებისმიერი სახის ძალადობას, სამინისტროს მხრიდან რეაგირება უმკაცრესი იქნება“,- ნათქვამია სამინიტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^