Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დეკანოზი ჯაღმაიძე: შეიქმნას რეესტრი, სადაც მარიხუანის მომხმარებლები დარეგისტრირდებიან

19 სექტემბერი, 2018 15:45

პარლამენტში მარიხუანასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონში ასახვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვას სასულიერი პირები ესწრებოდნენ. 

დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ იურიდიულ კომიტეტს მიმართა ინიციატივით, შეიქმნას  ნებაყოფლობითი რეესტრი, სადაც დარეგისტრირდებიან ადამიანები, რომლებსაც მარიხუანას მოხმარება სურთ. მისი თქმით, რეესტრში დარეგისტრირებული ადამიანებისთვის არ უნდა დადგეს მძიმე  პასუხისმგებლობა, ხოლო მის მიმართ, ვინც რეესტრში არ დარეგისტრირდება და შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ მარიხუანის მომხმარებელია, განსაკუთრებული სასჯელი დაწესდეს. 

„მაქვს კონკრეტული  გამოსავალი თქვენთვის შემოსათავაზებელი, ადამიანს, რომელსაც არ ესმის არც ეკლესიის ხმა, არც კანონის ხმა, არც მორალის ხმა, არაფერი არ ესმის, ხომ არ შეიძლება, რომ არსებობდეს ნებაყოფლობითი რეესტრი და ამ ნებაყოფლობით რეესტრში დარეგისტრირდეს ის, ვისაც პრივატულ სივრცეში უნდა მოწევა. მათ თუ აღმოუჩნდებათ რომელიმე შემოწმების დროს, რომ 20 დღის წინ მოიხმარეს მარიხუანა, არ დადგეს მძიმე პასუხისმგებლობა, თუ დაურეგისტრირებელი ადამიანი მოიხმარს და აღმოჩნდება, რომ დარეგისტრირებული არ არის და ის მოიხმარს, მაშინ მასზე იყოს განსაკუთრებული სასჯელი. თან ამ რეესტრში გაწევრებული ადამიანებისთვის შეიზღუდოს სამოქალაქო პასუხისმგებლობები“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. 

მარიხუანასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონში ასახვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^