დღეს პარლამენტს „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ უნდა ემსჯელა, თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, განხილვა გადაიდო, დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციამდე.
კერძოდ, ცვლილებების თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც ავტორიზაციის ვადა 2018-2019 წლებში გასდის/გაუვიდა, ვადა ავტორიზაციისთვის 2020 წლის პირველ იანვრამდე გაუგრძელდებათ.
უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ დაუშვებელია საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, რომელიც უნივერსიტეტების ნაწილისთვის ავტორიზაციის ვადის გახანგრძლივებას გულისხმობს.