ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში სტუდია „მონიტორისა“ და „რადიო თავისუფლების“ ერთობლივი საგამოძიებო გადაცემა გავა. გადაცემას „რუსთავი 2“ ეთერს ყოველ მეორე შაბათს, „შაბათის კურიერის“ შემდეგ დაუთმობს.
ამის შესახებ ინფორმაციას სტუდია „მონიტორში“ ადასტურებენ. როგორც სტუდიაში ამბობენ, გადაცემის დეტალების შესახებ „მონიტორი“ და „რადიო თავისუფლება“ განცხადებას უახლოეს დროში გაავრცელებენ.