დიდ ბრიტანეთსა და ირლანადიას შტორმი „ალი“ დაატყდა თავს, ქარიშხალმა განსაკუთრებით შოტლანდია და ირლანდია დააზიანა.
ირლანდიაში შტორმის გამო ორი ადამიანი დაიღუპა, 140 000-ზე მეტი ოჯახი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ინფრასტრუქტურა და შენობები დააზიანა ქარიშხალმა თითქმის მთელ შოტლანდიაში. არიან დაშავებულებიც. ქვეყანაში 70 000-მდე ოჯახს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
ხუთასი სამგზავრო გემი შოტლანდიის პორტებში დარჩა, ბრიტანეთსა და ირლანდიაში გაუქმდა ათასობით ავიარეისი. შტორმმა დააზიანა სარკინიგზო ინფრასტრუქტურაც. ლიანდაგების გასასუფთავებლად და მიმოსვლის აღსადგენად ინჟინრები შოტლანდიაში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
ირლანდიისა და ინგლისის მეტეოროლოგიური სადგურების გაზომვით შტორმის სიჩქარე 90-100 მილი/საათშია. ეს არის პირველი ქარიშხალი, რომელსაც ბრიტანულმა მეტეოროლოგიურმა სადგურებმა წელს სიმძლავრის გამო სახელი დაარქვეს.