ქუთაისის კინოთეატრი „საქართველო“ საშინელებათა ფილმ „მონაზვნის“ ქართულად გახმოვანებაზე უარს აცხადებს, რადგან „ფილმი აკნინებს და შეურაცხყოფს რელიგიას“.
ფილმის გახმოვანებას კინოთეატრის ადმინისტრაცია 27 სექტემბრიდან გეგმავდა, თუმცა გადაწყვეტილება მისი ნახვის შემდეგ შეცვალეს.
„ადმინისტრაციამ ნახა ფილმი და გადაწყვეტილება იქედან გამომდინარე მიიღო, რომ ფილმი აკნინებს და შეურაცხყოფს რელიგიას. ჩვენ პატივს ვცემთ მორწმუნეთა გრძნობებს და რწმენას, ფილმი წარმოდგენილი იქნება სეანსების მცირე რაოდენობით, რუსულ და ინგლისურ ენებზე“, - აცხადებს კინოთეატრის ადმინისტრაცია.