Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო► „კაკი, ხელი აუქნიე იმას, ვისთვისაც ასაქნევი გაქვს“ - ლევან გოგიჩაიშვილი ზოიძეს

20 სექტემბერი, 2018 16:04

 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების საკითხის, კერძოდ,  სლოტკლუბებში თამბაქოს მოწევის შესაძლო დაშვების საკითხის განხილვას უმრავლესობის წევრებს შორის ხმაური და შელაპარაკება მოჰყვა. უმრავლესობის დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი სლოტკლუბებში თამბაქოს მოწევის დაშვების წინააღმდეგია და მთავრობიდან თუ  უწყებებიდან იმ პირების დასახელებას მოითხოვს, ვინც ამ საკითხს ლობირებს. 

„ერთი წუთით კაკი, მე ჩემი პოზიცია მაქვს, ჩემი ვალდებულება მაქვს ჩემს ამომრჩეველთან, შენ შენი. გავიდეს თუნდაც ეს საჯაროდ,  ეს არის პრინციპი, ნუ გაატანინებთ ამ ადამიანებს ამ საკითხს პარლამენტში.

კაკი, ხელი აუქნიე იმას, ვისთვისაც ასაქნევი გაქვს“ -  მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა ზოიძეს. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი სლოტკლუბებში თამბაქოს მოწევის დაშვების წინააღმდეგია. 

„ძალიან გთხოვთ, მითხარით, მთავრობის რომელი წარმომადგენლის, რომელი უწყების პოზიცია არის ის, რომ ეს საკითხი არის ასეთ დონეზე აყვანილი. ჩვენს შემთხვევაში ვახალისებთ სლოტკლუბებს და აბსოლუტურად ვტოვებთ იმ იდეას, რომ სახელმწიფომ გადადგა ნაბიჯები, ეს სფერო მაქსიმალურად შეიზღუდოს. მე ამას როგორც ბიზნესს ისე არ ვუყურებ. ეს არის დროში ჩამოყალიბებული სისტემა, რომელიც თავიდან ბოლომდე იყო მორგებული ამ  ადამიანებზე“,-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა. 

აკაკი ზოიძემ განმარტა, თუ რა შემთხვევაშია დაშვებული მოწევა  სლოტკლუბებში. მისი თქმით, მოწევა დასაშვებია  სლოტკლუბში, რომელიც სამორინესთან ერთად არის.  ხოლო მათში, რომელიც სამორინეს გარეშეა, მოწევა დაშვებული არაა. ზოიძის თქმით, სლოტკლუბის სალიცენზიო მოსაკრებელი მცირეა და ნებისმიერ რესტორანს შეეძლო დაედგა სათამაშო აპარატი, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნებოდა იქ მოწევის დაშვება. 

„დღეს არსებობს სამორინეში  სლოტკლუბი, რომელშიც დაშვებულია მოწევა და არსებობს სლოტკლუბები, სადაც დაშვებული არ არის მოწევა, რადგან ისინი არ არიან სამორინესთან ერთად განთავსებული. რაც იწვევს თავისთავად გადადინებას. რატომ არ შევიყვანეთ თავიდან სლოტკლუბები, თავიდანვე გითხარით, იყო ბარიერი, ანუ სალიცენზიო მოსაკრებელი იყო ძალიან მცირე, ამის გამო შესაძლებელი იყო, ნებისმიერ რესტორანს დაედგა აპარატი და ეთქვა, რომ მე ვარ სლოტკლუბი, სამორინეს ვერ გახსნიდა, იმიტომ რომ 5 მილიონია სალიცენზიო მოსაკრებელი“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ. 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების საკითხს, თუმცა აღინიშნა, რომ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა კვლავ გაგრძელდება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^