Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიგა მაქარაშვილი მარიხუანის პოპულარიზაციისთვის დაკისრებულ ჯარიმას გაასაჩივრებს

21 სექტემბერი, 2018 13:44

სამოქალაქო აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის თქმით, ის სასამართლოს დაწესებული ჯარიმის გასაჩივრებას გეგმავს, რადგან თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

გიგა მაქარაშვილი სასამართლომ გუშინ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 500 ლარით დააჯარიმა.

ის ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში, სავარაუდოდ, მარიხუანის მოწევას ცდილობდა. ამის გამო გადაცემის ერთ-ერთმა სტუმარმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ პოლიცია გამოიძახა.

ტელეკომპანიის ეთერში მოწევისთვის შსს მაქარაშვილს მარიხუანის პოპულარიზაციას ედავებოდა.

ამ მუხლის მიხედვით, იკრძალება საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა პოპულარიზაცია ან რეკლამა ან მათი შექმნის, მოხმარების, გამოყენებისა და შეძენის ადგილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.

მაქარაშვილი ახლა აქციას მართავს და თბილისიდან ენგურის ხიდისკენ ფეხით მიდის. ის მიიჩნევს, რომ არაფერი დაურღვევია და თბილისში დაბრუნების შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, გაასაჩივრებს.

„ეს იყო ლეგალური ნივთიერება და მისი თუნდაც პირდაპირ ეთერში გამოჩენა სამართალდარღვევად არ მიმაჩნია. მე არაფერი დამირღვევია და რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას გავაპროტესტებ“, - უთხრა „ლიბერალს“ გიგა მაქარაშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^