„მარიხუანის კულტივაცია-ექსპორტის კანონპროექტით ჩვენ ვიყავით შოკირებული და პატრიარქი რომ შოკირებული იქნებოდა, გიკვირთ?!“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისი ინფორმაციით, კანონმდებლებს ამ საკითხზე ინფორმაცია არ ჰქონიათ. მისი შეფასებით, ამ ტიპის საქმიანობის დაწყება მაშინ, როდესაც ინფორმაცია ძალიან მცირეა, არასწორია.
„ჩვენ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გვქონია. ეს დამოკიდებულება, რომ ჩვენ დავიწყოთ ამ ტიპის საქმიანობა, როდესაც ინფორმაცია ძალიან მცირეა და მაშინ, როდესაც პარლამენტარები ვერ არჩევენ, რას ნიშნავს მარიხუანის სამედიცინო დამოკიდებულება და რას ნიშნავს ნარკოტიკული, არასწორია“,- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.