Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პაატა იმნაძე: ჰოსპიტალიზებულ ბავშვებს ნაწლავური ინფექცია შიგელოზი დაუდგინდათ

22 სექტემბერი, 2018 15:01

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოწამვლის სიმპტომებით ჰოსპიტალიზებულ ბავშვებს ნაწლავური ინფექცია შიგელოზი დაუდგინდათ,- ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით,  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომელიც სოფელ გეგუთში იმყოფება.

„მოწამვლას ნამდვილად ვერ დავარქმევდი. ეს არის ტიპური ნაწლავური ინფექცია. საქმე გვაქვს შიგელოზთან, ანალიზების რამდენიმე პასუხი ცნობილია. რაც შეეხება რაოდენობას, სულ ჰოსპიტალიზებული იყო 26 ბავშვი. დღეს კი, გაცილებით ნაკლებია კლინიკებში“, – განაცხადა იმნაძემ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მიმდინარეობს კარდაკარ ჩამოვლა იმის დასადგენად, სახლის პირობებში ხომ არ ჩაუტარეს რომელიმე მცირეწლოვანს მკურნალობა.

რაც შეეხება ინფექციის გამომწვევ მიზეზს, იმნაძის თქმით, ტარდება შესაბამისი კვლევა და მოწმდება საკვები, რომლითაც საბავშვო ბაღები მომარაგდნენ.მისი თქმით, ინფექციის გამოწვევა სხვადასხვა პროდუქტს შეეძლო, რომელიც კვლევის შედეგად დაზუსტდება.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები რამდენიმე დღის წინ მოიწამლნენ, ბავშვები ქუთაისში ჰოსპიტალ „მედიქალ სითიში“ მკურნალობენ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^