
ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი, სახელმწიფო უშიშროების საბჭოსა და სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოში საპატრიარქოს წარმომადგენლის ყოფნის საჭიროებას ხედავს. ამის შესახებ მეუფე ანტონიმ „შაბათის კურიერთან“ საუბრისას განაცხადა.
„ძალაუნებურად გამოვიდა ძალის ჩვენება, არა ისე, რომ ახლა ეკლესია შეიკრიბა და ახლა მთავრობას ჩვენ ძალას გაჩვენებთ, არა, ძალაუნებურად. ეს არის სპონტანური მოქმედება და უკვე თავისთავად გამოჩნდა ეკლესიის ძალა და მე სინოდშიც რამდენჯერმე პირადად დავსვი ასეთი საკითხი, რომ იქნებ, ჩვენ მივმართოთ მთავრობას, რომ, როდესაც არის უშიშროების საბჭო, ისეთი საკითხები, რომელიც ეხება ერის ინტერესებს, სადაც ისინი ჩათვლიან საჭიროდ, ჩვენი წარმომადგენელიც უნდა ესწრებოდეს ამ საბჭოს. განათლების სისტემაშიც, ყველგან ჩვენი წარმომადგენელი უნდა იქნას. ეს შეიძლება, გლახად ჟღერდეს და ვიღაცას მკვეთრად მოხვდეს, მაგრამ, თუკი კარგად დაუკვირდება, ასეთი რამ რომ მოხდეს, პრევენციული ზომები რომ მივიღოთ, უკვე თავიდანვე ეცოდინებათ რაღაცნაირად, ვთქვათ, განათლების სამინისტროში ღებულობენ რაღაც პროექტს, მერე სულ ჯახი მოდის ჩვენთან. მოდი, იქვე იყოს ეკლესიის წარმომადგენელი, რომელიც მისცემს მიმართულებას,“ - განაცხადა მეუფე ანტონმა.