პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ წინასააარჩევნო პროცესთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გააკრიტიკა.
კობახიძის თქმით, ამ არჩევნებში ზურაბიშვილი გაიმარჯვებს, „ნაციონალური მოძრაობა“ კი ხალხისგან საკადრის პასუხს მიიღებს ჩადენილი დანაშაულებისთვის, მათ შორის რუსეთისთვის ორი ისტორიული რეგიონის გადაცემის გამო.
„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი საზოგადოების თანადგომით აუცილებლად პირველივე ტურში გაიმარჯვებს ამ არჩევნებში. რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, ის კიდევ ერთხელ მიიღებს საკადრისს პასუხს ქართველი ამომრჩევლისგან ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ამ მარგინალურმა პარტიამ ჩაიდინა 9 წლის განმავლობაში, რუსეთისთვის საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის გადაცემის ჩათვლით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.