Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NGO-ები „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ხელისუფლებისგან დუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვენ

25 სექტემბერი, 2018 14:25

არასამთავრობო ორგანიზაციები „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებული ფარული აუდიოჩანაწერების გასაჯაროებას ეხმაურებიან.

NGO-ების განცხადებით, ჩანაწერები სავარაუდო მძიმე კორუფციული დანაშაულს ასაჯაროებს. გარიგებებში იკვეთება მაღალი თანამდებობის პირების სახელები და არასამთავრობო ორგანიზაციები საგამოძიებო უწყებებს ოპერატიული და ობიექტური გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებენ. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ, დაუყონებლივ დაიწყოს ანტიკორუფციული სისტემისა და საგამოძიებო ინსტიტუტების რეფორმირებაზე დისკუსია.

NGO-ები მოუწოდებენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რომ შეისწავლოს „ქართული ოცნების“ დაფინანსების საკითხი. რადგან ფარული ჩანაწერების მიხედვით, „ომეგა ჯგუფს“ სწორედ მმართველი გუნდისთვის თანხის მიცემას აიძულებდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციები სთხოვენ სხვა ბიზნესმენებსაც, რომ ღიად ისაუბრონ შესაძლო კორუფციასა და მთავრობის ზეწოლაზე, რათა შესაძლებელი გახდეს მათი დაცვა.

----------------------

„გასული დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა სავარაუდო კორუფციულ გარიგებებში  თანამდებობის პირების მონაწილეობის არაერთი შემთხვევის შესახებ. განსაკუთრებით აღსანიშნავია „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ საქმიანობასთან დაკავშირებით გასაჯაროებული მასალები, რომლებიც მძიმე კორუფციული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, სავარაუდოდ, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობით.

მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერების ავთენტურობა ჯერ არ შემოწმებულა, შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ ხელისუფლებას დღემდე არ მოუხდენია სათანადო რეაგირება ამ მასალებზე, ხოლო ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის კომენტარები გავრცელებულ მასალებთან დაკავშირებით გვაფიქრებინებს, რომ მათ გაცნობიერებული არ აქვთ პრობლემის სერიოზულობა.

ბოლო პერიოდში გავრცელდა რამდენიმე ჩანაწერი, რომლებიც სავარაუდო მძიმე კორუფციული დანაშაულისა და ქონების უკანონოდ გადაცემის მოთხოვნის შემცველ ფაქტებს ასაჯაროებს. ერთ-ერთ ჩანაწერში “ომეგა ჯგუფის” პარტნიორთან ზაზა ოქუაშვილთან საუბრობენ მისი კონკურენტი კომპანიის წარმომადგენლები და სიგარეტის ბაზრის განაწილების გეგმას იხილავენ.

ჩანაწერში საუბარია სიგარეტების რეალიზაციიდან 50% წილის „ქართული ოცნების“ ფონდისთვის გადაცემის შესახებ. გავრცელებულ კიდევ ერთ ფარულ აუდიოჩანაწერში ზაზა ოქუაშვილს სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ავტომობილების გადაცემას სთხოვს. როგორც ჩანაწერიდან იკვეთება ავტომობილები განკუთვნილია ლევან ყიფიანისა და სხვა მაღალჩინოსნებისთვის.

24 სექტემბერს გავრცელდა კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი, სადაც „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილისა და გიორგი ჩუბინიშვილის („ომეგა ჯგუფის“ კონკურენტი კომპანია “თბილისის თამბაქოს” ერთ-ერთი აქციონერი) საუბარია ასახული. ჩანაწერში ნათლად იკვეთება, რომ თითოეული სიგარეტის კოლოფის რეალიზაციის შედეგად „ქართული ოცნების“ ფონდში 2.5 თეთრი შედის.

საკითხის მნიშვნელობიდან და ბრალდებების სიმძიმიდან გამომდინარე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ გავრცელებულ მასალებში მაღალი თანამდებობის პირების სახელები ფიგურირებს და კორუფციაში ხელისუფლების სხვადასხვა შტოს ჩართულობის ნიშნები იკვეთება. შექმნილი მდგომარეობა ხელისუფლების მხრიდან დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს.

გარდა ამისა, პრობლემის შესაძლო სისტემური ხასიათი, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში ბოლო დროს გამოვლენილი სავარაუდო კორუფციის ფაქტების ფონზე, აუცილებელს ხდის შესაბამის სისტემურ ნაბიჯებს.

ამ ეტაპზე, საჯაროდ ხელმისაწვდომი მასალების საფუძველზე, აუცილებლად მიგვაჩნია:

საგამოძიებო ორგანოებმა უზრუნველყონ საქმის გამოძიება;

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შესწავლილ იქნას მმართველი პოლიტიკური პარტიის სავარაუდოდ არაკანონიერი გზით დაფინანსების საკითხი;

ხელისუფლების მიერ საჯარო დისკუსიის წამოწყება საქართველოს ანტიკორუფციული სისტემისა და საგამოძიებო ინსტიტუტების რეფორმირების საკითხზე, რათა მომავალში უზრუნველყოფილ იქნეს მსგავსი შემთხვევების პრევენცია და ეფექტური გამოძიება;

მოვუწოდებთ ბიზნესწრეების წარმომადგენლებს, ვისაც შეჰქმნია საჯარო მოხელეებთან თუ თანამდებობის პირებთან კორუფციული ხასიათის პრობლემები, ღიად განაცხადონ ამის შესახებ, რადგან მხოლოდ საჯაროობის შემთხვევაშია შესაძლებელი მათი უფლებების ეფექტურად დაცვა, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო აქტორების მონაწილეობით“, - ნათქვამია არარასამთვრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

განცხადებას უერთდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები:

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო;

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI);

საფარი;

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის  (PHR);

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);

ადამიანის უფლებათა ცენტრი;

საქართველოს რეფორმების ასოციაცია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^