Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ცრუ ბრალდება იყო, რომ თითქოს ვყოფილვარ ერთნაირსქესიანთა ქორწინების მომხრე" - სალომე ზურაბიშვილი

25 სექტემბერი, 2018 15:33

„პრაქტიკულად, ყველა მხრიდან შეტევებია. ბოლო ცრუ ბრალდება იყო, რომ თითქოს არ ვყოფილვარ მართლმადიდებელი, ვყოფილვარ კათოლიკე და მომხრე ერთნაირქესიანთა ქორწინების", - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ურეკში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე. 

ზურაბიშვილმა მისი წინაპრების მოღვაწეობის შესახებაც ისაუბრა. 

„საიდან მოიტანეს, არ ვიცი, მაგრამ მაინც შეურაცხმყოფელია ჩემთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც უცხოეთში ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეას და მართლმადიდებლურ ეკლესიას იცავდა, ვინაიდან საქართველოს ისტორიაში ეკლესია, დამოუკიდებლობა და სახელმწიფო განუყოფელია ერთმანეთისგან. ნიკო ნიკოლაძემ საფუძველი ჩაუყარა იმ ტაძარს, რომელიც დღეს დასრულებულია ფოთში. მამაჩემმა, თავის ძმასთან ერთად დააარსა ერთადერთი ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მთელ თავისუფალ სამყაროში მანამ, სანამ საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგებოდა. ეს კარგად ორკესტრირებული კამპანია სწორედ ენას, მამულს და სარწმუნოებას უტევს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მისი დისკრედიტაციის მცდელობა უცხოეთშიც გრძელდება.

„ბოლო 15-16 წლის მერე საქართველოს საზოგადოებამ მეტ-ნაკლებად გამიცნო და იცის, რა უნდა იფიქროს ჩემზე. ეს დისკრედიტაცია გრძელდება გარეთ, თუმცა იქაც მიცნობენ და ძალიან ძნელია გაავრცელო აზრი, თითქოს მე ვარ პრორუსი ან პუტინის აგენტი. ვრცელდება ბევრად უფრო ცნობილი ტექსტი, რომ თითქოს დღეს საქართველოში დაპირისპირებულია ორი ძალა, რომელთაც აქვთ ორი სხვადასხვა ნარატივი, მათგან ერთი იცავს რუსულ ვერსიებს და მეორე პროდასავლურს. ეს ძალიან საზიანოა ქვეყნის საგარეო პოლიტიკისა და მომავლისთვის იმ დროს, როდესაც ჩვენ ბოლო ნაბიჯებს ვდგამთ ევროკავშირისა და ნატო-სკენ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^