Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კომუნიკაციების კომისია მოითხოვს, ტელევიზიებმა ამოიღონ ზურაბიშვილის საწინააღმდეგო 3 ვიდეო

25 სექტემბერი, 2018 23:00

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ტელევიზიებიდან მოითხოვს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო ვიდეორგოლი ამოიღონ სამაუწყებლო ბადიდან. 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ვიდეორგოლები ეწინააღმდეგება „მაუწყებლის შესახებ“ კანონს.

კომისია განმარტავს, თუ რატომ ეწინააღმდეგება ვიდეორგოლები კანონს.  კერძოდ,  იმ ვიდეორგოლებიდან, რომლებიც მიზნად ისახავს სალომე ზურაბიშვილის არჩევისთვის ხელის შეშლას, ერთ-ერთში გამოყენებულია ნაწყვეტი გადაცემა „რეაქციიდან“. კომისიის განმარტებით, „მაუწყებლობის შესახებ" კანონის თანახმად, იკრძალება ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და წინასაარჩევნო პოლიტიკური პროგრამის წამყვანის, ჟურნალისტის ნებისმიერი სახით მონაწილეობა რეკლამაში ან ტელეშოპინგში.

ასევე,  ნათქვამია, რომ ერთ-ერთ ვიდეორგოლში სალომე ზურაბიშვილის მიმართ გამოყენებულია შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, მოხსენიებულია ის, როგორც მოღალატე. კომისია აღნიშნავს, რომ ის არღვევს ზნეობროვ ნორმებს და ბღალავს ფიზიკურ პირს, რაც ეწინააღმდეგება „მაუწყებლის შესახებ“ კანონს.

კომუნიკაციის კომისიის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ზურაბიშვილის საწინააღმდეგო ვიდეორგოლი შეიცავს უხამსი შინაარსის გამონათქვამებს, რაც ასევე ეწინააღმდეგება კანონს. 

დოკუმენტი „რუსთავი 2-ის“ იურისტმა, თამთა მურადაშვილმა გამოაქვეყნა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^