Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„აგვისტოდან დღემდე 30 კომპანია შემოწმდა. შრომის უსაფრთხოება არც ერთში არ იყო დაცული" - მინისტრის მოადგილე

26 სექტემბერი, 2018 11:48

1-ელი აგვისტოდან დღემდე 30 კომპანია შემოწმდა და შრომის უსაფრთხოების ნორმები არც ერთში არ იყო სრულად დაცული, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ განაცხადა. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ამოქმედდა არანებაყოფლობით ინსპექტორება, შემოწმდა 30 კომპანია და გაცემულია რეკომენდაციები.

„1-ელი აგვისტოდან დღემდე დაახლოებით 30 კომპანიაა შემოწმებული და ინსპექტირება ჩატარებული. ამ 30 კომპანიიდან დაახლოებით 80%-ში იყო საშუალო რისკის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციებია გაცემული. არც ერთი კომპანია არ ყოფილა, სადაც სრულად იყო დაცული შრომის უსაფრთხოების ნორმები. შესაბამისად, ყველა კომპანიის მიმართ გაიცა რეკომენდაცია და შესასრულებლად მიეცა გონივრული ვადა, რომლის ამოწურვის შემდეგ ჩვენ უკვე ვემზადებით რემონიტორინგისთვის. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება ეს რეკომენდაციები გათვალისწინებული, ამოქმედდება სანქცირების ის მექანიზმები, რომელიც კანონითა არის დადგენილი", - განაცხადა ბარკალაიამ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^