"ამ საარჩევნო მარათონში სულ სამი კანდიდატია, მეტი პრაქტიკულად არ არსებობს" - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში - დანარჩენების აღებული ხმების რაოდენობა, გაწიე-გამოწიე, ორნიშნა რიცხვი ვერ იქნება".
ეს სამი კანდიდატი, კობახიძის თქმით არიან - სალომე ზურაბიშვილი, გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე.
"ვაშაძემ და ბაქრაძემ ჯამში 27%-ზე მეტი არ უნდა აიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება ძალიან მძიმე ჩვენი საზოგადოებისთვის" - ამბობს კობახიძე.
27% კობახიძეს წინა არჩევნების შედეგიდან მოჰყავს, როდესაც "ნაციონალურმა მოძრაობამ", დაშლამდე, სწორედ ეს შედეგი აჩვენა. "ჩვენი მიზანია, რომ "ნაცმოძრაობა" თავის განშტოებებით ამ 27%-ს არ ავაცილოთ" - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.