Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სესხის გაცემის პირობები იცვლება - რას გულისხმობს ეროვნული ბანკის დებულება

26 სექტემბერი, 2018 14:58

2019 წლის პირველი იანვრიდან სხვადასხვა ტიპის სესხის გაცემაზე პირობები იცვლება. ამას ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული „ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის დებულება“ ითვალისწინებს. 

ეროვნული ბანკის განმარტებით, ცვლილების მიზანი მოქალაქეების ჭარბვალიანობისგან დაცვაა, თანაც ისე, რომ დაცული იყოს თავად სესხის გამცემი ორგანოს ინტერესიც. დებულების თანახმად, სესხის გაცემისას ბანკმა თუ სხვა საფინანსო ორგანიზაციამ მსესხებლის გადახდისუნარიანობა და ყველა ის ფაქტორი უნდა გააანალიზოს, რამაც შეიძლება იქონიოს გავლენა. 

დებულება განსაზღვრავს სესხის მომსახურების ახალ კოეფიციენტებს, ანუ იმ თანხის მაქსიმალურ ოდენობას, რისი გადახდაც ყოველთვიურად მოუწევს მსესხებელს. 

  • თუ ადამიანს 5 000 ლარამდე ხელფასი აქვს, მისი ვალდებულება სესხის გამცემი ორგანოს მიმართ ყოველთვიურად ხელფასის 20%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ანუ, თუ პირს აქვს 1 000 ლარი შემოსავალი, მისი ფინანსური ვალდებულება 200 ლარს არ უნდა აჭრბებდეს
  • 3 000 ლარის შემთხვევაში - 600 ლარს 
  • 5 000 ლარის შემთხვევაში - 1 000 ლარს; 
  • 5-7 ათასი ლარის შემთხვევაში კოეფიციენტი 25%-მდე იზრდება და პირობითად, 7 000-ლარიანი შემოსავლის შემთხვევაში, პირის მიერ ყოველთვიურად გადასახდელი თანხა 1 750 ლარს არ უნდა აღემატებოდეს;
  • 7-10 ათასი ლარის შემთხევაში, კოეფიციენტი 30%-მდე იზრდება და 10 000-ლარიანი ხელფასის პირობებში ადამიანის ყოველთვიური ფინანსური ვალდებულება 3 000 ლარზე მეტი არ უნდა იყოს 
  • დებულების თანახმად, იმ პირებს, ვისი ხელფასიც 10 000 ლარს აღემატება, სესხის მომსახურების კოეფიციენტს ბანკი თავად განუსაზღვრავს

ამავე დებულებით, სხვადახვა ტიპის სესხისთვის დაფარვის მაქსიმალური პერიოდიც დგინდება. კერძოდ, იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად განისაზღვრება 15 წელი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის - 10 წელი, სატრანსპორტო სესხის - 6 წელი, სხვა დანარჩენი სესხებისთვის - 4 წელი.

სესხის გამცემი ორგანო ვალდებულია, მსესხებლის გადახდისუნარიანობის ანალიზი გააკეთოს. ამის გარეშე, უძრავი ქონების უზრუნველყოფით სესხის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელს/ თანამსესხებელს საკუთრებაში აქვს ერთზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება და სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთული არ არის ის ქონება, რომელშიც მსესხებელი ცხოვრობს.

დებულების თანახმად, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში მსესხებლის/თანამსესხებლის შემოსავლების მიღების ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს მინიმუმ ბოლო 6 თვით. ხოლო სხვა ნებისმიერი ტიპის სესხის შემთხვევაში, მსესხებლის/თანამსესხებლის შემოსავლების მიღების ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს მინიმუმ ბოლო 3 თვით, სავაჭრო/სამეწარმეო საქმიანობით დაკავებული პირის შეთხვევაში კი მინიმუმ ბოლო 6 თვით.

ამავე დებულებით, თუ სესხის დაფარვის ვადა აჭარბებს მსესხებლის პენსიაზე გასვლის პერიოდს, სესხის გამცემმა ორგანიზაციამ დოკუმენტურად უნდა დაადასტუროს ის შემოსავლები, რითაც მსესხებელი საპენსიო ასაკის მიღწევის შემდგომ დაფარავს სესხს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^