
პარლამენტთან ზაზა სარალიძის საპროტესტო აქციაზე ოპერის მომღერალი და პარტია „სახელმწიფოს ხალხისთვის“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე მივიდა.
ზაზა სარალიძემ მხარდამჭერებთან ერთად დღეს პარლამენტის წინ კარვის გაშლა გადაწყვიტა, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს კარავი წაართვეს. დაპირისპირების დროს ცუდად გახდა ზაზა სარალიძე.
ექიმების დახმარების შემდეგ სარალიძემ პარლამენტთან აქცია განაგრძო, სადაც მის მხარდასაჭერად პაატა ბურჭულაძე მივიდა.