„პირველი არხის" ეთერში მუსიკალური მეგაპროექტი „საქართველოს ვარსკვლავი“ გავა, რომლის გამარჯვებულიც 2019 წლის ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს.
არხის ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მეგაპროექტის განხორციელებაზე დღეს თანხმობა გასცა.
პროექტს კომპანია „ნოვა პროდაქშენსი“ განახორციელებს.
გასულ წელს „რუსთავი 2-ის“ „ნოვა პროდაქშენსი“, საერთაშორისო პროექტების ("ნიჭიერი", "X ფაქტორი", "საქართველოს ვარსკვლავი", "ბრავო", "ექიმები" და სხვა) ხელმძღვანელები დემნა ჯაფარიძე და გიორგი ხაბურძანია ტელეკომპანია „იმედში“ გადავიდნენ, რამდენიმე თვის შემდეგ კი მათ ტელეკომპანია „იმედიც“ დატოვეს.