„გამიჩნდა შეკითხვა და დიდი იმედი მაქვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ საკითხზე დროული რეაქცია ექნება", - ასე გამოეხმაურა „ტვ პირველის" ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი პოლიციის მიერ ზაზა სარალიძის მანქანის გაჩხრეკის და კარვების წართმევის ფაქტს.
ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, კითხვა არსებობს, „ჩვენ კონკრეტული შემთხვევა გვაინტერესებს, რასთან გვქონდა საქმე, როგორ მოხდა გაჩერება, გაჩხრეკა. ბუნებრივია, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, ამასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთოს".
დღეს ზაზა სარალიძეს სამართალდამცველებმა პარლამენტთან კარვის გაშლის უფლება არ მისცეს. „შემოვარდნენ მანქანაში, მოიტაცეს ყველაფერი - კარავი, ბალიშები. ყველაფერი მოიტაცეს“, - ამბობს სარალიძე.