
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა. გიორგი მამალძის ადვოკატებმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით 9 აგვისტოს მიმართეს.
შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის თქმით, მამალაძის საკითხი კომისიაში სპეციალური წესით განიხილეს, რადგან ამ უკანასკნელს სასჯელის ნახევარი მოხდილი არ აქვს. მისივე თქმით, მამალაძის საკითხზე კომისიაში კონსენსუსი ვერ შედგა და პრეზიდენტს შესაბამისი რეკომენდაცია შეწყალების თაობაზე ვერ მისცეს, პრეზიდენტმა კი კომისიის პოზიცია გაითვალისწინა.
დღეს პრეზიდენტმა 111 მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის განცხადებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებას 42 მსჯავრდებული დატოვეს, მათ შორის, 3 ქალი და 1 არასწრულწლოვანი. ხოლო 69 პირს, მათ შორის 4 ქალსა და 6 არასრულწლოვანს სასჯელი შეუმცირდება.