
აქტივისტი გიგა მაქარაშვილი 13-დღიანი ფეხით მსვლელობის შემდეგ სოხუმის დაცემის დღეს ენგურის ხიდთან ჩავიდა. ენგურის ხიდთან მას მოქალაქეები შეუერთდნენ.
„აქ მოვედით კეთილი სურვილებით და ძალიან გვინდა, რომ ჩვენი სათქმელი ვუთხრათ ჩვენს აფხაზ ძმებს. ჩვენ გვყავს ერთი საერთო მტერი და ამ მტერს ჰქვია რუსეთი. ერთმანეთის გვერდში დგომის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება რაიმე წარმატების მიღწევა ჩვენს საერთო მტერთან. ამიტომ მოვუსმინოთ ერთმანეთს, ვისწავლოთ ერთად ყოფნა. ეს ჩვენთვის ძალიან მძიმე დღეა, 25 წელი სოხუმის დაკარგვიდან და ჩვენი ოკუპანტი ქვეყნის მიერ გავლებული საზღვარი ძალიან სწარაფად უნდა მოიშალოს“, - ამბობს მაქარაშვილი.
ვიდეო: გიგა მაქარაშვილი