„დარწმუნებული ვარ, რომ სოხუმი იქნება საქართველოს დედაქალაქი“,- ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გმირთა მოედანზე გააკეთა, სადაც , სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.
„ამ კედელზე გამოსახული გვარები არის გვარები გმირებისა, რომელზეც დგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის იდეა. მე ერთი რამის მჯერა, მათი სახელი უკვალოდ არ ჩაივლის, ჩვენ გავაერთიანებთ აუცილებლად საქართველოს და დარწმუნებული ვარ, რომ სოხუმი იქნება საქართველოს დედაქალაქი. ამას აუცილებლად შევძლებთ, მთავარია, ვიყოთ ერთად, ძალა ერთობაშია და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ყველანი ერთად, გავიმარჯვებთ იმ ბოროტებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ძლიერებას“,- განაცხადა ვაშაძემ.