„ლიბერალი“ წარმოგიდგენთ ახალ რუბრიკას - LIST. დღეიდან ჩვენ შემოგთავაზებთ საზოგადოებისთვის საინტერესო ადამიანების რჩეულ ფილმებს, წიგნებს, მუსიკას, მოვლენებს...
რუბრიკა მუშაობას პრეზიდენტობის კანდიდატთა რჩეული ფილმებით იწყებს. გთავაზობთ „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, ზურა ჯაფარიძის 7 რჩეულ ფილმს.
ერთი, ორი, სამი / One two three (1961)
ბილი ვაილდერის ერთ-ერთი საუკეთესო კომედიაა, რომელიც 200-ჯერ მაქვს, ალბათ, ნანახი და არ მბეზრდება.
დიდი ლებოვსკი / The Big Lebowski (1998)
ფილმი, რომლის ყველა კადრზე და ყველა ფრაზაზე შეიძლება იცინო, იტირო, იფიქრო და ა.შ.
ფორესტ გამპი / Forrest Gump (1994)
ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი სიყვარულზე.
შვიდი სამურაი / Seven Samurai (1954)
ზოგადად, მიყვარს იაპონური ძველი შავ-თეთრი ფილმები და მინდოდა, რომელიმე მოხვედრილოყო ამ შვიდეულში. და ბარემ იყოს კუროსავას კლასიკა.
ლოურენს არაბი / Lawrence of Arabia (1962)
კარგი ფილმია და თან პიტერ ო' ტულის რამე მინდოდა მოხვედრილიყო ამ სიაში.
ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა / One Flew Over the Cuckoo’s Nest (1975)
ფილმი, რომელიც აჩვენებს, რომ თავისუფლება არის სიცოცხლე და სიცოცხლე არის თავისუფლება.
ცხოვრების აზრი მონტი პაითონის აზრით / Monty Python’s The Meaning of Life (1983)
ცხოვრების აზრი თუ გაინტერესებთ რა არის, 40 წლის წინ დაადგინა ამ ხალხმა.