Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მამუკა ბახტაძე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოდის

27 სექტემბერი, 2018 23:35

ჩემთვის დიდი პატივია, რომ გამოვდივარ გენერალური ასამბლეის წინაშე და მოგმართავთ ჩემს მშობლიურ, ქართულ ენაზე, რომელიც მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი და განუყოფელი ნაწილია, - ამ სიტყვებით დაიწყო საუბარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე. 

ბახტაძემ სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, მათ შორის, მიმართა რუსეთის ფედერაციას და მოუწოდა, შეასრულოს საერთაშორისო ხელმოწერილი ვალდებულებები და საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანოს ჯარები. 

“დღეს, 21-ე საუკუნეში, როდესაც ადამიანები, ერები და კულტურები მეტი ინტეგრაციისა და განვითარებისკენ ისწრაფვიან, ყოვლად დაუშვებელია ხელოვნური ბარიერების შექმნა და მავთულხლართების გაბმა. ჩვენ გვინდა ურთიერთობების ჩიხიდან გამოყვანა, მაგრამ მხოლოდ სახელმწიფო სუვერენეტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემის საფუძველზე”, - განაცხადა პრემიერმა. 

ბახტაძე გენერალური ასამბლეის სესიაზე ასევე შეეხო პენიტენციურ დაწესებულებებში ასრებულ მდგომარეობას და აღნიშნა, რომ პატიმართა უფლებების დაცვის კუთხით, საქართველო უკანასკნელ წლებში, ლიდერი რეფორმატორი ქვეყანა გახდა: “ჩვენ დავძლიეთ უმძიმესი გამოწვევა, რომელიც პენიტენციურ სისტემაში დაგვხვდა. დღეს თვალსაჩინო პროგრესი გვაქვს ციხეებში პატიმართა უფლებების დაცვის მხრივ”.

ბახტაძემ ისაუბრა ისაუბრა 27 სექტემბერზე, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით. აღნიშნა, რომ "ეს დღე უაღრესად მძიმე და ტკივილით სავსე თარიღია ჩემი ქვეყნის ისტორიაში".

პრემიერმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს ამ რეგიონების მზარდი მილიტარიზაცია, სულ უფრო მეტად ხდება მოსახლოების შემცირება:

“ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი უმძიმესი პირობების გამო ოკუპაციამდელ პერიოდთან შედარებით, 4-ჯერ, 5-ჯერ არის შემცირებული მოსახლეობის რაოდენობა ოკუპირებულ რეგიონებში. მავთულხლართები და სხვა ხელოვნური ბარიერები ერთმანეთს აშორებს ოჯახებს და არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. საოკუპაციო ხაზებთან მცხოვრებ მოსახლეობას სალოცავებისა და წინაპართა საფლავების მონახულების საშუალებაც კი არ ეძლევა. ჩვენს მოქალაქეებს უკრძალავენ, მშობლიურ ენაზე მისცენ განათლება საკუთარ შვილებს. გრძელდება გატაცების, არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის, წამებისა და მკვლელობის ფაქტები. ამის მსხვერპლი ბოლო ხანს გახდნენ ჩვენი მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია, 18 წლის დავით ბაშარული. სწორედ ამ და სხვა სასტიკი დანაშაულებების საფუძველზე შეიქმნა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“, რომელშიც ჩაიწერა ამ დანაშაულებების ჩამდენი პირების გვარები. ამ სიის ფიგურანტებს საერთაშორისო სამართლით უნდა მოეთხოვოთ პასუხი”, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^