სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, აგვისტოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, სხვა თვეებთან შედარებით, ყველაზე დაბალი იყო. აგვისტოში ეკონომიკურმა ზრდამ 2% შეადგინა, 2018 წლის 8 თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა კი 4.8% იყო.
წინასწარი შეფასებით, 2018 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა საფინანსო საქმიანობის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, უძრავი ქონებით ოპერაციების, სასტუმროებისა და რესტორნების დარგებში.