
ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ავუხსენი, რამდენად არაევროპული საარჩევნო გარემოა და როგორ არაევროპულად იქცევიან ჩემი ოპონენტები, – „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ცნობით, ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
„მე ყველაფერი ავუხსენი, რამდენად არაევროპული საარჩევნო გარემოა, ჩემი ოპონენტები როგორ არაევროპულად იქცევიან. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ლაპარაკობენ ევროპაზე და თავიანთი პარტიის დასახელებაშიც ევროპა ფიგურირებს, მაინც ვერ გაიგეს, რას ნიშნავს ევროპული სტილის კამპანია.
დიდი იმედი მაქვს, ეს ქვეყანა მაინც გადავა ევროპულ კამპანიაზე და არა მხოლოდ კამპანიაზე, არამედ ევროპულ მენტალიტეტზე, ამდენი აგრესიითა და სიძულვილით არ კეთდება საქმე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი დღეს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, გეერტარენს შეხვდა.