თბილისის იუსტიციის სახლში რიგების მიზეზად გარდა ტაქსების რეგისტრაციისა, იმ მეწარმეები რეგისტრაციას ასახელებენ, რომლებიც მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს აწარმოებენ.
იხილეთ იმ „მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხა“ რომელსაც აღნიშნული ბრძანება არეგულირებს:
„მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხა“
„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ყოველი პირი, რომელიც ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია. რეგისტრაცია მიმდინარე წლის ივლისიდდან დაიწყო და 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
თუმცა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებით, მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების რეგისტრაციის ვადა ერთი თვით, 30 ოქტომბრამდე გახანგრძლივდება.