Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გაჟონილია 50 მილიონი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია - ჰაკერული თავდასხმა FACEBOOK-ზე

28 სექტემბერი, 2018 22:10

Facebook-დან 50 მილიონი ადამიანის პირადმა ინფორმაციამ გაჟონა - ამის შესახებ თავად კომპნაია იუწყება. 

„ჩვენი გამოძიება ჯერ კიდევ ადრეულ ფაზაშია, თუმცა ცხადია, რომ ჰაკერებმა გამოიყენებს FACEBOOK-ის კოდი, რომელიც გავლენას ახდენს „View as“ ფუნქციაზე (მომხმარებლებს ეს ფუნქცია საშუალებას აძლევს, საკუთარი პროფილი გარეშე პირის პერპექტივიდან დაინახოს). ამან მისცა თავდამსხმელებს საშუალება, რომ მოეპოვებინათ Facebook-ზე „ციფრული გასაღები“ (რომელიც მომხმარებლებს სტაბილურად ტოვებს სისტემაში ჩართულს და არ საჭიროებს მუდმივ ავტორიზაციას აპლიკაციებში), რომელმაც ადამიანების პირად პროფილებზე შესვლის შესაძლებლობა მისცა“, - წერია კომპანიის განცხადებაში.

FACEBOOK-ის განცხადებით, სამართალდამცველები ინფორმირებული არიან და ხარვეზები გამოსწორებულია. კომპანია აცხადებს, რომ ამ დრომდე უცნობია ვინ დგას საქმის უკან და რომელი ქვეყნიდან მოხდა თავდასხმა. 

„ადამიანების პირადი ინფორმაცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ვწუხვარდთ, რომ ეს მოხდა. ამიტომაც გავატარეთ სწრაფი ღონისძიებები მომხმარებლების დასაცავად და შეგატყობინეთ, თუ რა მოხდა. პაროლების შეცვლის საჭიროება აღარ არსებობს“, - აცხადებს Facebook

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^