Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დღეს გულის მსოფლიო დღეა - რა რეკომენდაციები აქვს დაავადებათა კონტროლის ცენტრს

29 სექტემბერი, 2018 17:03

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გულის მსოფლიო დღე ყოველი წლის 29 სექტემბერს აღინიშნება.  ეს დღე გულ-სისხლძარღვთა დაავადების (გსდ) წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს ითვალისწინებს, რომლებშიც მონაწილეობა ყველას შეუძლია.

ცენტრში ამბობენ, რომ ამ დღის პოპულარიზაცია უზრუნველყოფს გულისთვის ჯანმრთელი გარემოს შექმნას და ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაპროვოცირებელი რისკის ფაქტორების შემცირებას.

დააბადებათა კონტროლისეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ძირითადი რისკ-ფაქტორების უმეტესობის კონტროლი შესაძლებელია. აუცილებელია გაითვალისწინო რამდენიმე რჩევა, თუ როგორ აკონტროლო / მართო ეს რისკები და დაიცვა საკუთარი გული:

გახდი აქტიური

დღეში 30 წუთიან ფიზიკურ აქტივობას შეუძლია გულის შეტევებისა და ინსულტის თავიდან აცილება. ეცადე ვარჯიში აქციო შენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად: ისარგებლო კიბეებით ლიფტის მაგივრად, ჩამოხვიდე საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან რამდენიმე გაჩერებით ადრე და  გზა ფეხით განაგრძო.

შეწყვიტე მოწევა და დაიცავი თავი თამბაქოსგან

მოერიდე კვამლით-სავსე გარემოს: პასიური მწეველობა მნიშვნელოვნად ზრდის გულის შეტევის რისკს.

ეცადე შეინარჩუნო წონა ნორმის ფარგლებში

ჯანმრთელი წონის შენარჩუნება და მარილის მოხმარების შეზღუდვა დაგეხმარება სისხლის წნევის კონტროლში და გულის დაავადებების და ინსულტის რისკის შემცირებაში.

იცოდე შენი „მაჩვენებლები“

რეგულარულად შეიმოწმე სისხლის წნევა, ქოლესტერინის და გლუკოზის დონე სისხლში.  მაღალი არტერიული წნევა ინსულტის და გულის ყველა დაავადების უმნიშვნელოვანეს რისკ-ფაქტორს წარმოადგენს. სისხლში ქოლესტერინის და გლუკოზის მაღალი დონე საფრთხეს უქმნის შენს ჯანმრთელობას. ჯანმრთელი გულის  შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია იცოდე საკუთარი რისკი. „იცოდე შენი მაჩვენებლები“ - კონკრეტულად  კი სხეულის მასის ინდექსი, სისხლში ქოლესტერინის დონე და არტერიული წნევის ციფრები.

საკუთარი რისკის შეფასების საუკეთესო გზა ექიმთან კონსულტაციაა, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში  დამოუკიდებლადაც შეგიძლია განსაზღვრო და შეამცირო რისკი, კერძოდ:

იკვებე ჯანმრთელად

მიირთვი დიდი რაოდენობით ახალი ხილი და ბოსტნეული, სხვადასხვა მარცვლეულის პროდუქტები, მჭლე ხორცი, თევზი, ბარდა, ლობიო, ოსპი და პროდუქტები ნაჯერი ცხიმების დაბალი შემცველობით. ფრთხილად იყავი მზა კონსერვირებულ საკვებთან, რომლიც ხშირად დიდი რაოდენობით მარილს შეიცავს. დალიე ბევრი წყალი!

ფრთხილად მიიღე წამლები

მიიღე ის წამლები, რომლებიც  ექიმმა გამოგიწერა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^