ჰაერის დაბინძურების თემაზე დღეს დედა ენის ბაღში აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნებია:
• დაუყოვნებლივ აღსრულდეს გამკაცრებული ტექ-დათვალიერების ნორმები
• დაუყოვნებლივ მოწესრიგდეს საჯარო ტრანსპორტი - მოხდეს ყვითელი ავტობუსების და ე.წ. სამარშრუტო ტაქსების გამართული ტრანსპორტით ჩანაცვლება (ტექდათვალიერება სავალდებულოა სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილებისთვის 2018 წლის 1 იანვრიდან თუმცა ნათელია, რომ აღნიშნული პრაქტიკაში არ ხორციელდება)
• დამოუკიდებელი და გამჭვირვალე ექსპერტიზის მეშვეობით შემოწმდეს და დაუყოვნებლივ გასაჯაროვდეს საწვავში არსებული მავნე ნივთიერებების ნუსხა და დასაშვებ ზღვრულ ნორმაზე მეტის არსებობის შემთხვევაში მოხდეს საწვავის სწრაფად ჩანაცვლება
• მოხდეს მშენებლობების შეფუთვა დადგენილი წესის შესაბამისად
• მწვანე საფარის დაცვა და გაფართოვება.