„პრეზიდენტი ზემოდან", - „აიისას" პრეზერვატივზე პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილია გამოსახული.
„ეს დიზაინები შექმნილია აიისას პლატფორმის #გაბანტე-ს ფარგლებში, რომელიც, თავის მხრივ, შეიქმნა გამოხატვის თავისუფლების იარაღად, მაშინ, როცა სასამართლომ ჩვენს წინააღმდეგ გამოიტანა გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი გადაწყვეტილება და „აგვიკრწალა" რამდენიმე დიზაინის გაყიდვა", - ვკითხულობთ facebook-ზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
„აიისა, რა თქმა უნდა, თავის სტილის ხელწერით მალე წარმოგიდგენთ საარჩევნო კოლექციას, თქვენ კი ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თავის შეზღუდვა საჭირო არაა, რადგან აიისა ყოველთვის თავისუფლების მხარეს იქნება და მოგცემთ გამოხატვის საშუალებას", - წერს „აიისა".