Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხაზარაძე: ჩვენი ბანკი 8 საათამდე მუშაობს, თუ დირექტორი თანხას ითხოვს, უნდა გავატანოთ

02 ოქტომბერი, 2018 11:59

თიბისი ბანკის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის თქმით, მისი ბანკი 20:00 საათამდე მუშაობს და თუ კომპანიის დირექტორი ითხოვს თანხის გატანას, ბანკი ვალდებულია, ეს თანხა გასცეს.

ხაზარაძე ასე გამოეხმაურა ოქუაშვილის განცხადებას, რომ მას „ქართული ოცნებისთვის“ 4 მილიონის გადახდა აიძულეს, რომელიც ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიის ანგარიშზე დასვეს და კანონდარღვევით თიბისი ბანკიდან არასამუშაო დროს გაიტანეს.

„ზოგადად საზოგადოების პრობლემა არის ტყუილი და ტყუილის ტირაჟირება. მე მოვუწოდებ ყველას, რომ იყვნენ გულწრფელები და თავიანთი პრობლემები არ გადაიტანონ სხვაზე. ჩვენი ბანკი მუშაობს 20:00 საათამდე, უკვე 10 წელია“, - თქვა ხაზარაძემ „ტვ პირველთან“.

თანაც, თიბისი ბანკის დამფუძნებლის თქმით, ბანკი სერვისის მიმწოდებელია და ვალდებულია, გასცეს თანხა, იმისდა მიუხედავად, რამდენი ხნის წინ და სად დაფუძნდა ესა თუ ის კომპანია.

„ბანკი არის სერვისის კომპანია და თუ თქვენ ხსნით კომპანიას, თუნდაც 20 წუთით ადრე და თქვენ გაქვთ ფული, თქვენი დირექტორი კი აკეთებს მოთხოვანას, ბანკი ვალდებულია, რომ გაატანოს თანხა, რა შუაშია ერთი დღის და ათი დღის. თუ რეგისტრირებულია და ყველაფერი არის ბანკში წარმოდგენილი, რა მნიშვნელობა აქვს“, - თქვა ხაზარაძემ.

ზაზა ოქუაშვილმა მისთვის ფულის გამოძალვის სქემაზე „რუსთავი 2-ის“ ეთერში ისაუბრა. ბიზნესმენი ჰყვება, რომ ივანიშვილი მას 4 მილიონს სთხოვდა საქართველოში ბიზნესსაქმიანობის გაგრძელებისთვის. ბიზნესმენის თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერმა მას ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე მიუგზავნა.

ზაზა ოქუაშვილი ჰყვება, რომ 4 მილიონი იძულებით გადაარიცხინეს ანგარიშზე, რომლიდანაც 24 საათში თანხა ნაღდი ფულით ყოველგვარი ანგარიშსწორების წესის დარღვევით, იმ დროს ბიზნესომბუდსმენ გიორგი გახარიას ზეწოლით გაიტანეს. ოქუაშვილის თქმით, ამ პროცედურას ესწრებოდნენ თიბისი ბანკის პრეზიდენტი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯომარეებიც, რომლებიც ასევე განიცდიდნენ ზეწოლას.

თიბისი ბანკი „ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის განცხადებას სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ ყველა სამართლებრივ ზომას მიმართავს მის საპასუხოდ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^