პირველად 55 წლის განმავლობაში ფიზიკის დარგში ნობელის პრემია ქალმა მეცნიერმა მიიღო.
CNN-ის ინფორმაციით, „ლაზერული ფიზიკის დარგში ინივაციური გამოგონებისთვის" ნობელის პრემია გადაეცათ ამერიკელ მეცნიერ არტურ აშკინს, ფრანგ მეცნიერ ჟერარდ მოუროუსა და კანადელ მეცნიერ დონა სტრიკლენდს.
არტურ აშკინმა პრიზი ოპტიკური პინცეტისა და ბიოსისტემებში მათი გამოყენების გამოგონებისთვის მიიღო, ჟერარდ მოუროუსა და დონა სტიკლენდს კი პრიზი მაღალი ინტენსივობის, ულტრამოკლე ოპტიკური პულსების გენერირების მეთოდის შემუშავებისთვის გადაეცათ.
სტრიკლენდი პირველი ქალია, რომელმაც 55 წლის განმავლობაში ეს პრიზი მიიღო. მსოფლიოში ამ პრიზს ამ დარგში სულ სამი ქალი ფლობს.