
„ჩვენ გვაქვს ღირებულებები და ეს განგვასხვავებს სხვა პოლიტიკური ძალებისგან“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში.
გადაცემა „არჩევანში“ მან ასევე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ყველა საქმეში პირნათელია.
„ყველა საქმეში რატომ ვართ, იცით, ჩვენ პირნათელი? იმიტომ, რომ კონკრეტულ ღირებულებებზე ვართ დაფუძნებული. ასე მუშაობას, მაგალითად, პარლამენტის სახელით შემიძლია გითხრათ, ჩვენი საპარლამენტო გუნდის თითოეული ლიდერს წინ რომ დაუდო ფული, ხელს არ მოჰკიდებს არცერთი. აი, ეს არის ჩვენი ღირებულებები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.