Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საბრძოლო ვაზნების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით თავდაცვის სამინისტროს 2 თანამშრომელი დააკავეს

04 ოქტომბერი, 2018 12:08

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტზე ბრალდებულის სახით სამი პირია დაკავებული, - ამის შესახებ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ბაზერაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. დაკავებულებს შორის ორი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელია.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის, შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზის, შენახვის განყოფილების საბრძოლო მასალის შენახვის სპეციალისტი, გ.გ. დანაშაულებრივ კავშირში იმყოფებოდა ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საავტომობილო ბაზის საშტატო ასეულის მეთაურის მოადგილე ზ.მ-სთან, რომლებიც მოქალაქე ს.ბ.-ს დახმარებით, შეიარაღების და ტექნიკის სარემონტო ბაზიდან მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული საბრძოლო მასალის კონკრეტულად, საბრძოლო ვაზნების რეალიზაციას ახდენდნენ. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულების სათავსოდან და ავტომანქანიდან ამოღებულია დიდი რაოდენობით საბრძოლო ვაზნები“, - განაცხადა ირაკლი ბაზერაშვილმა.

მისი ინფორმაციით, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი მათ 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^