თბილისის მერმა კახა კალაძემ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს 50 000 ლარი შესწირა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქვეყნებს.
______________________________________
სალომე ზურაბიშვილმა აგვისტოს თვეში 12 შემომწირველიდან 51 101 ლარი მიიღო, აქედან ყველაზე მეტი, 40 ათასი ლარი ზურაბიშვილმა თავის თავს შესწირა.
სექტემბერში ზურაბიშვილმა 113 პირისგან მიიღო შემოწირულობა, აქედან 93-მა მას 30 თეთრი გადაურიცხა, („30 ვერცხლის ნაცვლად“) რამაც 27,9 ლარი შეადგინა. დარჩენილი 20 შემომწირველის ჯამურმა თანხამ კი 329 475 ლარი შეადგინა - აქედან არაფულადი სახით 5-მა პირმა 7320 ლარი შესწირა.
სექტემბერში სალომე ზურაბიშვილს ყველაზე მეტი, 60-60 ათასი ლარი (ჯამში 180 ათასი ლარი) შესწირეს „არქის“ წარმომადგენლებმა - კახაბერ კობაივანოვმა, ირაკლი ქაფიანიძემ და დიმიტრი ადამიამ.
50 ათასი ლარი სალომე ზურაბიშვილს შპს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" აღმასრულებელმა მენეჯერმა ვახტანგ ლაღიძემ შესწირა.