Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ჩვენ მივიღებთ დიპლომატიურ და სამხედრო ზომებს“: მოსკოვი ლუგარის ლაბორატორიაზე

04 ოქტომბერი, 2018 22:06

რუსეთი დიპლომატიურ და სამხედრო ზომებს მიიღებს იმ  ფართო ბიოლოგიური ექსპერიმენტების საპასუხოდ, რომელსაც აშშ რუსეთის მეზობელ ქვეყნებში, კონკრეტულად კი საქართველოში აწარმოებს.  ინფორმაციას სააგენტო „ტასი“ ავრცელებს. 

სააგენტოს ინფორმაციით, ამის შესახებ დუმაში თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა. 

მოსკოვში აცხადებენ, რომ თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანისთვის საშიშ ექსპერიმენტებს ატარებენ, ასევე ,მზადდება ქიმიური და ბიოლოგიური იარაღი. 

„ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ თვალები დავხუჭოთ, ვიცით, რომ რაღაც პირდაპირ ეხება ჩვენს სამხრეთ საზღვრებზე უსაფრთხოებას.  მივიღებთ დიპლომატიურ და სამხედრო ზომებს“ ,-განაცხადა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ შამანოვმა. 

მისი თქმით, თავდაცვის კომიტეტის რეკომენდაციაა გაერომ შეამოწმოს ლუგარის ლაბორატორია საქართველოში. 

აღნიშნულის შესახებ რუსმა დიპლომატმა სექტემბერშიც გააკეთეს განცხადებები. 

კომენტარები მოსკოვში ამ თემაზე მას შემდეგ გაკეთდა, რაც საქართველოს უშიშროების სამსახურის ყოფილმა უფროსმა და საქართველოს მიერ ტერორიზმში ბრალდებულმა იგორ გიორგაძემ 11 სექტემბერს აღნიშნულის შესახებ განცხადება გაავრცელა. გიორგაძის განცხადებით, მას აქვს მტკიცებულება იმის შესახებ, თუ როგორ ატარებენ ამერიკელები საქართველოში ადამიანებზე საიდუმლო ექსპერიმენტებს. 

_____________________________

ლუგარის ცენტრი ქვეყნის დაავადებათა ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულებაა, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალურ ლაბორატორიას.

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი საქართველოში ამერიკის მთავრობის დახმარებით შეიქმნა. ის მთელი აღჭურვილობით, სრულად გადმოცემულია საქართველოს მთავრობის საკუთრებაში, ხოლო 2018 წლიდან ლუგარის ცენტრისა და ლაბორატორიული ქსელის სრულ დაფინანსებას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.

ცენტრში ხდება ადამიანისა და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დიაგნოსტირება.  

ლუგარის ცენტრი აერთიანებს თანამედროვე დონეზე აღჭურვილ ბიოუსაფრთხოების მე-2-3 დონის ლაბორატორიებს, რომელთა მიზანია ადამიანისა და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დროული აღმოჩენა და იდენტიფიკაცია „ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპით.

ლუგარის ცენტრი ერთადერთი BSL-3 ლაბორატორიაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონში.

მედიის განვითარების ფონდის ანგარიშებში ასახულია ინფორმაცია ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ. ანგარიშებში აღნიშნულია, რომ ხშირად, მიზანმიმართულად ხდება „ლუგარის ლაბორატორიის“  საფრთხესთან გაიგივება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^