Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მშობლების ფიზიკურ შეურაცხყოფაში ბრალდებულს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

05 ოქტომბერი, 2018 19:41

თბილისის საქალაქო სასამართლომ მშობლების მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფაში ბრალდებული კ.კ. დამნაშავედ ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

„სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 15 ივლისს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კ.კ.-მ მშობლების მიმართ განახორციელა ძალადობა, რა დროსაც მამას - რ.კ.-ს და დედას - ე.კ.-ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი. სამართალდამცველებმა კ.კ. იმავე დღეს დააკავეს“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცახდებაში.

უწყების ინფორმაციით, კ.კ.-ს ბრალდება 11',126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^