Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

08 ოქტომბერი, 2018 10:33

ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატის მტკიცებით, ბოლო წლებია, რაც ოთარ ფარცხალაძე ხდება სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან თავდასხმის ობიექტი და მის მიმართ მედიით ვრცელდება არაერთი აბსურდული განცხადება, რომელიც ძირითადად ეყრდნობა გავრცელებულ ცრუ ინფორმაციებს.

როგორც ადვოკატი განცხადებაში აღნიშნავს, ფარცხალაძეს არანაირი შეხების წერტილი არ ჰქონია ზაზა ოქუაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან და შესაბამისად, მზად არის, უპასუხოს ყველა იმ კითხვას, რომელიც მის მიმართ შეიძლება არსებობდეს, მათ შორის მის ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით, რომელსაც ლეგალურად აწარმოებს და საზოგადოებისათვის დასამალი არაფერი აქვს.

მისივე თქმით, ოთარ ფარცხალაძე მზად არის, ნებისმიერ დროს ითანამშრომლოს გამოძიებასთან, საგამოძიებო ორგანოს მიერ საამისო საჭიროების მოთხოვნის შემთხვევაში. ამასთან, როგორც მოსიაშვილი აღნიშნავს, უახლოეს მომავალში საზოგადოებას მიაწვდიან დეტალურ და ობიექტურ ინფორმაციას შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით.

„ცრუ ინფორმაციები კი სურთ წარმოაჩინონ, როგორც დამტკიცებული ფაქტი და შესაბამისად, საზოგადოებას მიაწოდონ არარეალური ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მიზანია ბატონი ოთარ ფარცხალაძის დისკრედიტაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, ოთარ ფარცხალაძის მხრიდან არ არსებულ არაფორმალურ მმართველობაზე საზოგადოების დარწმუნება. სიცრუეზე აგებულმა პიარკამპანიამ ბოლო პერიოდში მიიღო სისტემატური და ორგანიზებული სახე. ყველაფერი ის, რაც ბოლო პერიოდში მოისმინა საზოგადოებამ ფარსი და დადგმული სპექტაკლი რომ გახლავთ, ეს დადასტურდა კიდევაც, როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში ჩატარებული საექსპერტო კვლევებით, რომლებმაც ნათლად და მკაფიოდ გასცეს პასუხი გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს. თუმცა, წინამდებარე განცხადებით, ბატონ ოთარ ფარცხალაძეს სურს, საზოგადოების წინაშე დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია. კერძოდ, ის ემიჯნება მიმდინარე მოვლენებს, მას არანაირი შეხების წერტილი არ ჰქონია ბატონ ოქუაშვილის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციასთან და შესაბამისად, ის მზად არის, უპასუხოს ყველა იმ კითხვას, რომელიც მის მიმართ შეიძლება არსებობდეს, მათ შორის მის ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით, რომელსაც ლეგალურად აწარმოებს და საზოგადოებისათვის რაიმე დასამალი არ აქვს“, - აცხადებს მოსიაშვილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^