გუშინ თბილისობის დღესასწაულზე თბილისის მერმა საპატიო თბილისელის წოდება სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 15 ადამიანს გადასცა.
საპატიო თბილისელის წოდება მიიღო არქიტექტურის ისტორიკოსმა და მკვლევარმა მაია მანიამ.
დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას მან ხელისუფლებას და გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს მიმართა.
„რადგან ასეთი საოცრება მერგო, ორი სიტყვით ერთ პატარა სათქმელს ვიტყვი. საკითხი, რაც ყველას გვაწუხებს, ეს არის თბილისის დაცვის მდგომარეობა და თბილისის დაცვასთან დაკავშირებით არსებული სერიოზული პრობლემები. მივმართავ ხელისუფლებას, იმ ადამიანებს, ვინც გადაწყვეტილებას იღებს, იმ საბჭოს წევრებს, რომ მეტი სიფრთხილით და სიმკაცრით მოეკიდონ გადაწყვეტილებებს, რათა თბილისის მთლიანობა როგორმე შევინახოთ. კიდევ გვაქვს შანსი გადარჩენის"