
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინფორმაციით, თანამშრომლებს კომპანიის შემინული გარე ფასადის ორი მინა დაზიანებული დახვდათ. მათ გამოიძახეს პატრული და მოხდა დაზიანებული მინების დემონტაჟი.
„დღეს, 8 ოქტომბერს, 09:00 საათზე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომლებს კომპანიის შემინული გარე ფასადის ორი მინა დაზიანებული დახვდათ. უსაფრთხოების მიზნით, მიმდებარე პერიმეტრი მყისიერად შემოიღობა სპეციალური ლენტით და გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია. საქმე აღიძრა 187-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც სხვისი ქონების განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
ჩატარებული საგამოძიებო სამუშაოების შემდეგ, განხორციელდა დაზიანებული მინების დემონტაჟი. აღნიშნულის შედეგად არავინ დაშავებულა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
--------------
შენობაში, სადაც მინის ჩამოვარდნის შედეგად მოზარდი გარდაიცვალა გაბზარული მინები ჩამოხსნეს. Facebook-ში გავრცელდა ვიდეო, სადაც ნათქვამი იყო, რომ შენობიდან მინა ისევ ჩამოვარდა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია „ლიბერალს“ თვითმხილველებმა არ დაუდასტურეს.
28 თებერვალს ორბელიანის მოედანზე სახელმწიფო ელექტროსისტემის შენობის ფასადიდან მინა ჩამოვარდა. ჩამოვარდნილი მინა მოსწავლეებს დაეცა. დაშავდა 6 მოსწავლე. ექვსივე მათგანი #70-ე საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. მათგან ერთი დაიღუპა.
შს სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო. „ლიბერალს“ შსს-დან განუცხადეს, რომ ჯერ არ დასრულებულა გამოძიება.
„ველოდებით საინჟინრო-ტექნიკური კვლევის შედეგებს, ექსპერტიზა არის ჩანიშნული და ამის პასუხი ჯერ არ გვაქვს“,-განუცხადეს „ლიბერალს“ შსს-დან.