Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ოჯახში ძალადობაში 16 პოლიციელია მხილებული

09 ოქტომბერი, 2018 12:48

2018 წელს ოჯახში ძალადობაში 16 პოლიციელი იქნა მხილებული, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე არასათანადო რეაგირებისთვის სამინისტრომ 8 პოლიციელს დისციპლინური სახდელი დააკისრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეპარტამენტის მუშაობის 9-თვის ანგარიში წარუდგინა.  მისასალმებელ სიტყვაში გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა სამინისტროს პოლიტიკის გამკაცრებას  იმ შემთხვევებზე, როდესაც  ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე პოლიციელთა მხრიდან არასათანადო რეაგირება გამოვლინდა.

„ჩვენთვის რთული და ამავდროულად მნიშვნელოვანი იყო ამ ნაბიჯის გადადგმა, რომ გარკვეულწილად, გაგვემკაცრებინა შიგნით სისტემაში თანამშრომელთა მხრიდან ოჯახური ძალადობის  ჩადენის შემთხვევაში სასჯელის გამკაცრება.  ჩვენ კარგად გვესმის ამასაც რამხელა პრევენციის ძალა აქვს და რამხელა მორალური მნიშვნელობა აქვს, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც ეჭვმიტანილია ოჯახური ძალადობის ჩადენაში, მის მიმართ პასუხისმგებლობა უნდა იყოს ერთმნიშვნელოვნად დროული, ეფექტური და ეს ჩვენი შიდა დისციპლინის თემაც გახლავთ,“  - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^