Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კავკასიაში ვიზიტის ფარგლებში რატომ არ ჩამოდის ემანუელ მაკრონი საქართველოში

09 ოქტომბერი, 2018 13:07

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა. მაკრონი ერევანში 11-12 ოქტომბერს დაგეგმილ ფრანკოფონიის სამიტთან დაკავშირებით ჩავა.

საფრანგეთის პრეზიდენტი რეგიონში ვიზიტის ფარგლებში ბაქოსაც ესტუმრება. დაგეგმილია აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრა. 

„ლიბერალი“ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და დაინტერესდა - რეგიონში ვიზიტის დროს რატომ არ ჩამოდის ემანუელ მაკრონი საქართველოში?

საქართველს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოგვწერეს: „ეს გახლავთ საფრანგეთის პრეზიდენტის რეგიონული ვიზიტი, იგი ერევანს ესტუმრება ფრანკოფონიის სამინტთან დაკავშირებით. ჩვენ საფრანგეთთან გვაქვს უაღრესად წარმატებული  ორმხრივი ურთიერთობის დინამიკა, მათ შორის უმაღლეს დონეზე შეხვედრები, რისი დასტურიც იყო  უმაღლეს დონეზე შეხვედრა ბრიუსელის NATO-ს სამიტის ფარგლებში, სადაც აღინიშნა, რომ მაღალი დონის ვიზიტზე მუშაობა გაგრძელდება დიპლომატიური არხებით".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^