საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ რუსთავში შეხვედრისას ქალებს მიმართა და თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი პირველ რიგში მათი დამცველი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
„ახლა ვუყურებ აუდიტორიას და ძალიან ბევრი პოლიტიკით, სოციალურ- ეკონომიკური პროცესებით დაინტერესებული ქალია ამ დარბაზში, ქალები რომლებიც მუშაობენ, რომლებიც ზრდიან შვილებს, ასწავლიან სკოლებში და რომლებიც დიდ საქმეს უკეთებენ ჩვენს საზოგადოებას. დიახ, ეს საპრეზიდენტო არჩევნები იქნება სწორედ თქვენი არჩევნები. დღეს მოდის ლიდერი და მონაწილეობს ამ კამპანიაში ლიდერი ქალბატონი, რომელიც იქნება სწორედ თქვენი უფლებების დამცველი, თქვენი ინტერესების დამცველი და თქვენი პრეზიდენტი პირველ რიგში! ეს იქნება სალომე ზურაბიშვილი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.